დიდ ბრიტანეთში პროპალესტინურ აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
დიდ ბრიტანეთში პროპალესტინურ აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. საპროტესტო მსვლელობები ლონდონში, მანჩესტერში, ბრისტოლსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მოეწყო. აქციის მონაწილეები ორგანიზაცია „პალესტინ ექშენის“ აკრძალვას აპროტესტებდნენ. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ორგანიზაცია ანტიტერორისტული კანონმდებლობის ფარგლებში აკრძალა. ორგანიზაციის წევრობა ან მხარდაჭერა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
