ოჰაიოსა და კენტუკის დამაკავშირებელ ხიდზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა
ოჰაიოსა და კენტუკის დამაკავშირებელ ხიდზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ათობით მანიფესტანტი საპროტესტო აქციას საიმიგრაციო კონტროლის წინააღმდეგ მართავდა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აკავებენ აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით სამართალდამცველები. რამდენიმე მათგანს ისინი ფიზიკურად უსწორდებიან.
