სკანდალი აშშ-ში
ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა იუსტიციის სამინისტროს მტკიცებულებები გადაუგზავნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბარაქ ობამას ადმინისტრაცია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მედიაში ყალბ ნარატივებს ავრცელებდა და მალავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთს არჩევნებში ჩარევის განზრახვა არ ჰქონია და არც ამერიკის ელექტრონული საარჩევნო სისტემის გატეხვა შეეძლო. მანამდე ტულსი გაბარდმა გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომლებიც, მისი თქმით, დამაჯერებელ მტკიცებულებებს მოიცავს, თუ როგორ მოამზადეს ბარაკ ობამამ და მისმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა დიფ სთეითის დავალებით ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირის ხანგრძლივი გამოძიების საფუძველი. საქმის დეტალებზე სპეციალური ანგარიში გაავრცელა ეროვნული დაზვერვის სააგენტომაც, სადაც დონალდ ტრამპის დისკრედიტაციის მცდელობის კონკრეტული ფაქტებია მოყვალილი. სკანდალურ ინფორმაციას გამოეხმაურა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ობამა თაღლითობაში დაადანაშაულა.