პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა, სანამ სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს ბოლო არ მოუღო. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, „სტრასბურგის სასამართლომდე იყო ბრიუსელის თითქმის ორ წლიანი თავდასხმა ქართულ სასამართლოზე, პროკურატურაზე, იუსტიციის სამინისტროზე, პარლამენტზე და მთლიანად ქართულ სახელმწიფოზე“.