რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის 9 რეგიონის და შავი ზღვის აკვატორიის თავზე 93 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის 9 რეგიონის და შავი ზღვის აკვატორიის თავზე 93 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 19 მოსკოვის ოლქში. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მოსკოვის მერის, განცხადებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.