უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ის მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის 2028-34 წლის ბიუჯეტს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ის მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის 2028-34 წლის ბიუჯეტს, რადგანაც მასში უკრაინისთვის 100-მილიარდიანი დახმარების გამოყოფაა გათვალისწინებული. მისი განცხადებით, არასდროს დაუჭერს მხარს ბიუჯეტს, რომელიც უნგრელების ფულის უკრაინელებისთვის მიცემას ითვალისწინებს და უნგრელ ფერმერებს დააზარალებს. „არასდროს დავთანხმდები, რომ კუთვნილ დაფინანსებას მხოლოდ მაშინ გვაძლევდნენ, თუ ბრიუსელის ომის, მიგრაციისა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკას დავემორჩილებით,“-წერს ორბანი სოციალურ ქსელში.