ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ბარაქ ობამას ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს
ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ბარაქ ობამას ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. საქმე 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემას ეხება. ტულსი გაბარდმა იუსტიციის სამინისტროს მტკიცებულებები გადაუგზავნა, საიდანაც ირკვევა, რომ ობამას ადმინისტრაცია არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მედიაში ყალბ ნარატივებს ავრცელებდა და მალავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთს არჩევნებში ჩარევის განზრახვა არ ჰქონია და არც ამერიკის ელექტრონული საარჩევნო სისტემის გატეხვა შეეძლო. ეროვნული დაზვერვის დირექტორმა გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომლებიც, მისი თქმით, დამაჯერებელ მტკიცებულებებს მოიცავს, თუ როგორ მოამზადეს ბარაკ ობამამ და მისმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირის ხანგრძლივი გამოძიების საფუძველი. 2016 წლის არჩევნებში ჰილარი კლინტონის დამარცხების შემდეგ ამერიკულმა სპეც სამსახურებმა რუსეთი არჩევნებში ჩარევაში, ტრამპი კი რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. საქმეს სპეციალური პროკურორი რობერტ მილერი იძიებდა.