გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით დაფინანსებული ობიექტები დაათვალიერა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით დაფინანსებული ობიექტები დაათვალიერა, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა ბიზნეს ინიციატივების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მთავრობის თავმჯდომარე ობიექტების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო, არსებულ ვითარებას და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრა.