სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ საზოგადოების ნდობა დაკარგა
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ საზოგადოების ნდობა დაკარგა, რაც გუშინ გამართულ აქციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციები მილევად რეჟიმშია. მათივე განცხადებით, ორ კვირიანი სამზადისის მიუხედავად, აქცია ვერ შედგა.