პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ელჩმა „ნაც მოძრაობის“ აქტივისტს ირაკლი ხვადაგიანს გრანტების კანონის ამოქმედებამდე დაფინანსება გამოუყო. ეს ადამიანი, კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის მერვე ნომერი იყო, პარლამენტის წევრიც გახდა და „ნაც მოძრაობის“ სხვა რადიკალებთან ერთად მანდატიც დატოვა. დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ზუსტად ეს სქემები ამხილა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ და შეწყვიტა სხვა ქვეყნების არევის დაფინანსება.