საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მეცხრე ადგილზე დაასრულა
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მეცხრე ადგილზე დაასრულა. მთავარი მწვრთნელის, ლადო კილასონიას მომზადებულმა გუნდმა გუშინ ტურნირის ბოლო შეხვედრაში შოტლანდიის ასაკობრივი გუნდი 15-ქულიანი სხვაობით, 22:7 დაამარცხა.
