საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტები სამხრეთ აფრიკასთან მარცხით დაასრულა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტები სამხრეთ აფრიკასთან მარცხით დაასრულა. ქართველმა მორაგბეებმა სტუმრად მსოფლიოს ჩემპიონებთან 10:55 წააგეს. ერთადერთი ლელო ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ვანო კარკაძემ დადო, საჯარიმო და გარდასახვა კი ლუკა მატკავამ შეასრულა.