აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება
„ჩვენ რომ დასავლეთის რჩევებისთვის მოგვესმინა, დღეს ჩვენი ქვეყანა, სულ მცირე, ორ მეზობელთან ომის მდგომარეობაში იქნებოდა“,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუშის გლობალურ მედია ფორუმზე განაცხადა. ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანელებმა ძლიერი სახელმწიფო შექმნეს, რომლელიც ეკონომიკური განვითარებით ევროპულ ქვეყნებსაც უსწრებს. აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, აზერბაიჯანი დასავლეთისგან არა რჩევებს, არამედ პატივისცემას იმსახურებს.