პოლონეთში მიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა
პოლონეთში მიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც ულტრა მემარჯვენე პარტიის, „თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონფედერაციის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეები ლიეტუვასთან, უკრაინასთან, ბელარუსსა და სლოვაკეთთან საზღვრების ჩაკეტვას მოითხოვდნენ. ვარშავაში მიგრაციის მოწინააღმდეგეების აქციის პარალელურად ანტი ფაშისტური აქციაც გაიმართა. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, თუმცა ინციდენტები ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. მიგრაციის წინააღმდეგ საზოგადოების დამოკიდებულება მას შემდეგ გამკაცრდა, რაც ვენესუელის მოქალაქეს 24 წლის პოლონელი ქალის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. პოლონეთმა თვის დასაწყისში გერმანიისა და ლიეტუვის საზღვარზე დროებითი კონტროლი დააწესა.
