ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო. სოფელ გელათში და სოფელ პატარა გორში გზის დაგება და დამცავი კედელის მოწყობის მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილობრივი მნიშვნელობის გზის პროექტები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შეირჩა.