გორის მუნიციპალიტეტში სოფელ მეღვრეკისში, ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტში სოფელ მეღვრეკისში, ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრო სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები. ამ დროისთვის დარბაზში 50-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს მეღვრეკისიდან და მიმდებარე სოფლებიდან