საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ როდესაც პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პიროტექნიკის დამმიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ მოლოტოვი არ უსვრია ერთს ან წიხლით პოლიციელზე არ შემდგარა მეორე. ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს