საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის განცხადებას ეხმიანება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის, დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მდინარაძის განცხადებით, ქართველ ხალხს საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს და ყველას მოუწევს ამასთან შეგუება