BBC: ტრამპი The Wall Street Journal-სა და მის მფლობელს ჯეფრი ეპშტეინის შესახებ სტატიის გამო სასამართლოში უჩივის
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოცემა The Wall Street Journal-ს და მის მფლობელს, ჯეფრი ეპშტეინის შესახებ სტატიის გამო სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის. ინფორმაციას ავრცელებს. ბრიტანული ტელეარხის ცნობით, სასარჩელო მოთხოვნაში ტრამპს მისთვის 10 მილიარდი დოლარის გადახდა აქვს მითითებული. საქმე ეხება მედია საშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ 2003 წელს ტრამპმა ეპშტეინს დაბადების დღეზე უხამსი შინაარსის მისალოცი წერილი მისწერა. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ წერილი ყალბია