დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირთან ერთად, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ამცირებს
დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირთან ერთად, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ამცირებს. ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებული ცნობით, ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი 60 დოლარის ნაცვლად, 47,60 დოლარი იქნება. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს მძიმე დარტყმა იქნება რუსეთის შემოსავალზე, რომელიც მაისის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში ისედაც 35%-ით შემცირდა. ევროკავშირმა რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში შეამცირა. აღნიშნული პაკეტის დამტკიცება სლოვაკეთისა და მალტის მიერ ვეტოს მოხსნის შემდეგ გახდა შესაძლებელი