Spectator: უკრაინელებმა ზელენსკისადმი ნდობა დაკარგეს
უკრაინელებმა ზელენსკისადმი ნდობა დაკარგეს. ამ სათაურით სტატიას ბრიტანული გამოცემა Spectator-ი აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინა „სამხედრო, პოლიტიკური და სოციალური კრიზისის“ ფონზე ჩამოშლის წინაშე დგას არმია „დაღლილია“ და უკრაინელების 70% თვლის, რომ მათი ლიდერები კორუმპირებულები არიან. სტატიის ავტორი წერს რომ ტრამპის მიერ კიევისთვის გამოცხადებული ბოლო მხარდაჭერა უკრაინისთვის ერთგვარი სამაშველო რგოლი გახდა, თუმცა ამის მიუხედავად საეჭვოა არის თუ არა ეს დახმარება საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინამ რუსული აგრესია მოიგერიოს და უფრო სასტიკ სამხედრო, პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისში არ აღმოჩნდეს. მით უფრო რომ რუსეთი აშკარად ომს ამჯობინებს, უკრაინა კი კრახის ზღვარზეა. უკრაინელების 70% მიიჩნევს, რომ მათი ლიდერები ომს საკუთარი თავის გასამდიდრებლად იყენებენ” - ნათქვამია პუბლიკაციაში
