ქვემო ქართლის პოლიციამ საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლ საწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლ საწინააღმდეგო შენახვასა და ტარებაში დახმარების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულებისგან ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და 13 ვაზნა. დანაშაულები 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
