საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება
ზაფხულის ტესტ სერიის ფარგლებში დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. გუნდმა მატჩის წინა კაპიტნის ვარჯიში გუშინ ჩაატარა. ეს იქნება საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის მესამე ოფიციალური დაპირისპირება. მატჩი 19:10 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს, ტრადიციულად, ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ