„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ანგარიშგების ფარგლებში ბიუროკრატიის და კორუფციის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა
„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ანგარიშგების ფარგლებში ბიუროკრატიის და კორუფციის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდიკატორი ზომავს იმას, თუ რამდენად ემორჩილებიან და იცავენ მთავრობის წარმომადგენლები კანონს და აერთიანებს მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის შემფასებელ აგრეგატებს მსოფლიოს 164 ქვეყნისა და ტერიტორიის მასშტაბით. შეფასების 100%-ანი სისტემით საქართველომ 62.1% დაიმსახურა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა და მსოფლიოში 36-ე ადგილზე დაწინაურდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულად საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა. რაც შეეხება შეფასების ისტორიულ პროგრესს, საქართველო მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში ერთადერთი ევროპული სახელმწიფოა. კვლევის თანახმად 21-ე საუკუნეში საქართველოს მაჩვენებელი 31 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. შედარებისათვის ამავე პერიოდში ევროკავშირში ბიუროკრატიის და კორუფციის შეფასება 2 პროცენტული პუნქტით გაუარესდა, გაუარესებულია აგრეთვე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელიც