იძულებითი მობილიზება უკრაინაში
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. საუბარია იძულებითი სამხედრო მობილიზაციაზე. ვიქტორ ორბანი განმარტავს, რომ იძულებითი მობილიზაციის დროს, ცემის შედეგად, უკრაინაში უნგრეთის მოქალაქის დაღუპვა, მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტია, რეალურად კი, ადამიანის უფლებების კუთხით კიევს სისტემური პრობლემა აქვს. მომხდარის გამო ბუდაპეშტმა სამ უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსანს უნგრეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. საპასუხო ზომებით იმუქრება კიევიც.