თანამშრომლობა თურქეთთან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა და მასთან ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. საუბარი შეეხო ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობა-განვითარებასა და ელექტროენერგიით ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობას.