პოლიციელზე თავდასხმა და პატიმრობა
პოლიციელზე თავდასხმის და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას, პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე მტკიცებულებებს იწუნებს. ბრალდების მტკიცებით, ვიდეოჩანაწერი და ჰაბიტოსკოპიური დასკვნა ადასტურებს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს სწორედ კვარაცხელია დაესხა თავს.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
