თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჯარის ბანაკი“ მეხუთე როტაციას მასპინძლობს
მოსწავლეებმა ინსტრუქტორების მეთვალყურეობით სხვადასხვა სავარჯიშო შეასრულეს. მოგვიანებით კი, ოცეულებს შორის შეჯიბრი გაიმართა. ინსტრუქტორებმა ბანაკის მონაწილეებს სამთო აღჭურვილობა და ინვენტარი, მათი ფუნქცია და მოხმარების წესებიც გააცნეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, პროექტს - „ჯარის ბანაკი“ მესამე წელია ახორციელებს.
