შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა.
გეკა გელაძემ და ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებებისა და მათი უსაფრთხოების დაცვა, სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
