განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად თელავის მერვე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია
გივი მიქანაძე და მარიამ ლაშხი აპლიკანტებს შეხვდნენ. დღეს თელავის საგამოცდო ცენტრში ჩატარდა პედაგოგების გამოცდები მუსიკასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ასევე, აბიტურიენტების გამოცდა ლიტერატურაში.