შინაგან საქმეთა სამინისტრომ 450 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების ჯამური ღირებულება შვიდ მილიონ ლარზე მეტია. ძალოვანმა უწყებამ ნარკოტიკული საშუალებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოიღო.
