ატლანტიკურმა საბჭომ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსის დეტალური ანგარიშგება გამოაქვეყნა
ატლანტიკურმა საბჭომ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსის დეტალური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტში საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოს დაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. უმცირესობის უფლებების ინდექსის შეფასების ას პროცენტიანი სისტემით, საქართველომ 74 მთელი 8 მეათედი პროცენტი მიიღო და მსოფლიოს 164 ქვეყნიდან 40 საუკეთესოს შორის მოხვდა. 2012 წლის შემდეგ გლობალურ რეიტინგში საქართველო 12 ადგილით დაწინაურდა და ატლანტიკური საბჭოს მონაცემებით, უმცირესობის უფლებების დაცულობით მსოფლიოში 39-ე ადგილზეა, რეიტინგით უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს. უმცირესობის უფლებების დაცულობის შეფასების გაუმჯობესებით, საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა.