პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას, 4 წელი და 6 თვე მიესაჯა
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას, 4 წელი და 6 თვე მიესაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადდა. განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, ანზორ კვარაცხელია თავს დაესხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და ეგრეთწოდებული მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც რომლის მიხედვითაც, დასტურდება, რომ ეგრედ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი სწორედ ანზორ კვარაცხელიამ ისროლა.