მოლდოვასა და საქართველოს შორის არსებულ განსხვავებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე საუბრობს პრემიერ მინისტრი
ირაკლი კობახიძე ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ ყალბი რიტორიკა წარმოებდა, მაშინ როდესაც არავის დაუსვამს კითხვები მოლდოვასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის თქმით, მოლდოვას არც სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის, არც რეზოლუციებს შეუერთდა და რჩება დესეთეს წევრად.