პრემიერ მინისტრმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა ევროკომისიის წერილზე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონებს არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციასთან, ევრო ბიუროკრატია კი ცდილობს, საფუძველი მოუძებნოს შანტაჟს და ზეწოლას. ირაკლი კობახიძე მზად არის ნებისმიერ ევროპელ მაღალჩინოსანთან შეხვედრისა და დისკუსიისთვის.
