მმართველი ძალა საზოგადოებას იმ ფარული პოლიტიკური სვლების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს წინააღმდეგ
ბოლო რამდენიმე კვირის გაუვალობაში განვითარებული მოვლენების ფონზე მმართველი ძალა საზოგადოებას იმ ფარული პოლიტიკური სვლების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს წინააღმდეგ. პრემიერ- მინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოზე ევრო ბიუროკრატიის მხრიდან უსაფუძვლო თავდასხმები გრძელდება. ირაკლი კობახიძის თქმით, უსამართლო თავდასხმებს, ასევე ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მუქარას, კონკრეტული მიზანი აქვს, რაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ცვლილებას, ოპოზიციის მხარდაჭერას და ქვეყნის ომში ჩართვას უკავშირდება.