შტატების კაპიტოლიუმის პოლიციამ დააპატიმრა მამაკაცი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის წევრს, მერჯორი ტეილორ გრინსა და მის ოჯახს, წლების განმავლობაში მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა
ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის პოლიციამ დააპატიმრა მამაკაცი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის წევრს, მერჯორი ტეილორ გრინსა და მის ოჯახს, წლების განმავლობაში მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა. ვაშინგტონის პროკურორის ჯანინ პიროს განცხადებით, საუბარია 64 წლის სეთ ჯეისონზე, რომელიც „ამერიკის ხმის“ ყოფილი თანამშრომელია და კონგრესმენს მუქარის შემცველ შეტყობინებებს სწორედ ამერიკის ხმის კუთვნილი სამსახურებრივი მოწყობილობებიდან უგზავნიდა.