ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ „ორდაბასს“ დაუპირისპირდა
ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ „ორდაბასს“ დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 5 :4 მოიგო. საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულდა – ირაკლი ბიძინაშვილმა ანგარიში მეცამეტე წუთზე გახსნა, 49-ე წუთზე კი საბა კვირკველია წითელი ბარათით მოედნიდან გააძევეს.
