სირია - ისრაელი
სირიასა და ისრაელს შორის ოთხ დღიან დაპირისპირებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ვითარება კონტროლიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც დრუზებსა და ბედუინებს შორის შეტაკებები მოხდა. ამას სირიის სამხედრო კონტინგენტის ქალაქ სუვეიდში შესვლა მოჰყვა, საპასუხოდ კი ისრაელმა დამასკოში სამთავრობო ობიექტები დაბომბა. კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად შუამავლის როლი შეერთებულმა შტატებმა იკისრა. ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ მხარეები იმ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, რომლებიც დაპირისპირებას დაასრულებს