შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში სამხედრო ძალების წვრთნას დაესწრო
შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში სამხედრო ძალების წვრთნას დაესწრო. კიტ კელოგი, ამერიკულ დელეგაციასთან ერთად, უკრაინელ სამხედროებს ეწვია, დაათვალიერა მათი სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო ტექნოლოგიები. უკრაინის ეროვნული გვარდიის მაღალჩინოსნის ცნობით, კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების საბრძოლო გამოცდილება სხვა ქვეყნის არმიებისთვის ღირებული ინფორმაციაა
