სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ყველა მათგანი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე საქმიანობდა. შემოწმების შედეგად ამოღებული და დალუქულია დიდი რაოდენობით რძე და რძის ნაწარმი. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
