შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 20 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 20 ადამიანი დააკავა. მათგან ოთხს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რომელთა შორის ორი ე.წ. კანონიერი ქურდია”. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ. ასევე, ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა.პროკურატურამ ,ე.წ. ,კანონიერი ქურდობის", ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ე.წ. ,კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყება ოცივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს