აჰმედ ალ-შარაას განცხადებით, სირიის პრეზიდენტის სასახლესა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე საჰაერო დარტყმებით ისრაელმა სირიაში ქაოსი და ნგრევა მოიტანა
სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას განცხადებით, სირიის პრეზიდენტის სასახლესა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე საჰაერო დარტყმებით ისრაელმა სირიაში ქაოსი და ნგრევა მოიტანა. ალ-შაარამ აღნიშნა, რომ ამერიკულმა, არაბულმა და თურქულმა შუამავლობამ რეგიონი გაურკვეველი ბედისწერისგან იხსნა. სირიის სამხრეთ-დასავლეთში ვითარება სუნიტ ბედუინებსა და დრუზების თემს შორის შეტაკებების გამო გამწვავდა. სირიის ხელისუფლებამ რეგიონში სამხედრო ნაწილები შეიყვანა, რის შემდეგაც ისრაელმა დამასკოში პრეზიდენტის სასახლის ტერიტორია, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობები დაბომბა.
