სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც უცხოური დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 9 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება გაუქმდება
სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც უცხოური დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 9 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება გაუქმდება. ხარჯის შემცირება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა იყო. კანონპროექტი, რომელსაც სენატში 51 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი, იუ ეს ეიაიდის უცხოური პროგრამების 8 მილიარდ დოლარიან დაფინანსებას ამცირებს, ერთ მილიარდიანი ხარჯი კი საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რადიოს შეუმცირდება.