კანადაში 1200 ჰექტარი ტერიტორია იწვის
კანადაში 1200 ჰექტარი ტერიტორია იწვის. ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია. კანადელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სტიქიის ზონაში ხანძრის შვიდი კერა მძვინვარებს. ძლიერი კვამლის გამო, მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება მოუწია. მეტეოროლოგების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მაღალი სიცხე და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა ხანძრის მეტად გავრცელებას შეუწყოს ხელი.