სირიელმა სამხედროებმა ქალაქ სუვეიდიდან გასვლა დაიწყეს
სირიელმა სამხედროებმა ქალაქ სუვეიდიდან გასვლა დაიწყეს. მანამდე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში ვითარების დეესკალაცია მოხერხდა და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ. საგანგებო განცხადებით გამოვიდა სირიის პრეზიდენტი, რომელმაც დრუზების თემი სირიის განუყოფელ ნაწილად მოიხსენია და განხეთქილების შეტანაში ისრაელს დასდო ბრალი. სირიის სამხრეთ-დასავლეთში ვითარება სუნიტ ბედუინებსა და დრუზების თემს შორის შეტაკებების გამო გამწვავდა. სირიის ხელისუფლებამ რეგიონში სამხედრო ნაწილები შეიყვანა, რის შემდეგაც ისრაელმა დამასკოში პრეზიდენტის სასახლის ტერიტორია, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობები დაბომბა.