პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ბრალდებით იორდანიის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ბრალდებით იორდანიის მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.