Emmy 2025-ის ნომინანტები
სატელევიზიო კინოინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოების, „ემის“ წლევანელი ნომინანტთა სია ცნობილია. ყველაზე მეტ, 27 ნომინაციაზე წარდგენილია „ეფლ ტივი პლიუსის“ სერიალი „განცალკევება“. ფავორიტებს შორისაა კომედიურ-სატირული დრამის „თეთრი ლოტუსის“ მესამე სეზონი, კრიმინალურ-ფსიქოლოგიური დრამა „მოზარდობა“ და აპოკალიპტური დრამის „უკანასკნელი ჩვენგანის“ მეორე სეზონიც. „ემის“ 77-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში, 14 სექტემბერს გაიმართება.

სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები