პრიმა-ბალერინას მასტერკლასი
იმ მოზარდებისთვის, რომლებსაც საბალეტო ხელოვნებაში პროფესიული დაოსტატება სურთ, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი საერთაშორისო საზაფხულო კურსს მასპინძლობს. პროექტი, რომელშიც 120-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საერთაშორისო საზაფხულო კურსს, მსოფლიოში ცნობილი ქართველი ბალერინა ელენე გლურჯიძე უხელმძღვანელებს.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
