დაშავებული პოლიციელების მდგომარეობა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გორში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა. გეკა გელაძემ დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. თავდასხმა 16 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მოხდა. სამ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ხოლო ერთს, სახის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება. მომხდარზე დაპატიმრებულია ხუთი მოქალაქე.
